საქართველოს ჯგუფი - სომხეთი საფრანგეთს დაუზავდა | ფუტსალი
საქართველოს ჯგუფი - სომხეთი საფრანგეთს დაუზავდა | ფუტსალი

ფუტსალის ევროპის ჩემპიონატის მე-2 შესარჩევ ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები გამოდის, მორიგი შეხვედრა გაიმართა – ერევანში სომხეთის ნაკრებმა საფრანგეთს უმასპინძლა და ურთულესი შეხვედრაში ფრედ დაასრულა.

მასპინძლებმა თამაში შესანიშნავად დაიწყეს და მე-15 წუთისთვის 3:0 დაწინაურდნენ, მაგრამ ფრანგებმა წონასწორობა 31-ე წუთზე აღადგინეს. სომხებმა სულ რაღაც 21 წამში დაწინაურება ისევ მოახერხეს, მაგრამ 35-ე წუთზე საფრანგეთის ნაკრებმა ისევ გაათანაბრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:4.

ორი ტურის შემდეგ ჯგუფში ექვსი ქულით რუსეთის ნაკრები ლიდერობს, საფრანგეთი ორი ქულით მეორე ადგილზეა. საქართველოს ნაკრები (ფრანგებთან გასვლაზე 4:4 ითამაშა, თბილისში რუსეთთან 0:4 დამარცხდა) ერთი ქულით მესამე პოზიციაზეა და ამდენივე ქულის მქონე სომხეთს ბურთების უკეთესი სხვაობით ასწრებს.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ავთანდილ ასათიანის გუნდი თბილისის ახალ ოლიმპიურ სასახლეში სომხეთს 5 მარტს უმასპინძლებს, 10 მარტს კი ერევანში ესტუმრება. საფრანგეთი და რუსეთი კი 6 და 9 მარტს ითამაშებენ – პირველად პარიზში, მეორედ – მოსკოვთან ახლოს მდებარე შელოკოვოში.