საქართველოს ჯეიმს აპატურაი ეწვია
საქართველოს ჯეიმს აპატურაი ეწვია

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი საქართველოს ეწვია. აპატურაი ცოტა ხნის წინ ჩამოფრინდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ჯეიმს აპატურაის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. ამასთან, ჯეიმს აპატურაიმ შესაძლოა, შეხვედრები გამართოს მინისტრთა კაბინეტის წევრებთან.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენ დღეს გასტანს ჯეიმს აპატურაის ვიზიტი საქართველოში.