საქართველოს ჰოკეის ნაკრებმა ჰონგ კონგი 11:1 გაანადგურა
საქართველოს ჰოკეის ნაკრებმა ჰონგ კონგი 11:1 გაანადგურა

საქართველოს ჰოკეის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის III დივიზიონის ტურნირზე ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო. ქართველ ჰოკეისტებს დიდი წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ ჰონგ კონგის ნაკრებისგან, რაზეც ანგარიში და დარტყმების სტატისტიკა მიუთითებს. 11:1 და დარტყმების შეფარდება: 61-13.

განსაკუთრებით გამორჩეული იყო ალექსანდრ ჟუჟუნაშვილისა და ოლივერ ობოლგოგიანის დუეტი. პირველმა ცხრა ქულა (ხუთი გოლი+ოთხი პასი) მიითვალა, წარმოშობით ფინელმა ობოლგოგიანმა – ექვსი ქულა (4+2).

წინა ორი შეხვედრა საქართველოს ჰოკეის ნაკრებმა თურქეთთან და ბულგარეთთან გამართა. 16 აპრილს თურქეთი 6-2 დაამარცხა, ხოლო 17 აპრილს ბულგარეთს 5-3 სძლია.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 20 აპრილს, მასპინძელ სამხრეთ აფრიკასთან ჩაატარებს, 22 აპრილს კი ბოლო ტურში ტაივანს შეხვდება. ექვსგუნდიანი ტურნირის გამარჯვებული მომავალ წელს, მსოფლიოს ჩემპიონატის II დივიზიონში იასპარეზებს.

საქართველო-ჰონგ კონგი 11:1

5:1, 3:0, 3:0

I პერიოდი
1:0 შევცოვი-2 (კოზიულინი, ვასილჩენკო), 2:0 ჟუჟუნაშვილი-2 (გეპერიძე), 3:0 ჟუჟუნაშვილი-3, 3:1 ფუნგი-1 (ჰო), 4:1 ჟუჟუნაშვილი-4 (დუმბაძე), 5:1 ჟუჟუნაშვილი-5 (ობოლგოგიანი, შევცოვი).

II პერიოდი
6:1 ობოლგოგიანი-3 (ჟუჟუნაშვილი, დუმბაძე), 7:1 ჟუჟუნაშვილი-5 (შალუნოვი, ობოლგოგიანი), 8:1 ობოლგოგიანი-4 (ჟუჟუნაშვილი).

III პერიოდი
9:1 ობოლგოგიანი-5 (ჟუჟუნაშვილი), 10:1 ობოლგოგიანი-6 (გია ოგანეზიანი, ჟუჟუნაშვილი), 11:1 შალუნოვი-1 (დავით ოგანეზიანი, ვასილჩენკო).

სატურნირო მდგომარეობა:
1. საქართველო – 3 მატჩი, 9 ქულა
2. ბულგარეთი – 3 მატჩი, 6 ქულა
3. ტაივანი – 3 მატჩი, 6 ქულა
4. თურქეთი – 2 მატჩი, 3 ქულა
5. ს. აფრიკა – 2 მატჩი, 0 ქულა
6. ჰონგ კონგი – 3 მატჩი, 0 ქულა