საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მოლდოვა მეორედაც დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მოლდოვასთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და მეტოქე 3:1 დაამარცხა.

პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრებში თავი ვახტანგ კეკელიამ და ირაკლი თოდუამ გამოიჩინეს, შესვენების შემდეგ კი ნაკრებში სადებიუტო გოლი საბა ტყეშელაშვილმა გაიტანა.

მოლდოვის ნაკრებთან ამხანაგური მატჩები საქართველოს ნაკრებმა ლეგიონერების გარეშე ჩაატარა. ჩვენი გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ საქართველოს ფუტსალის ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელები იყვნენ.

შეგახსენებთ, რომ 8 თებერვალს მოლდოვის ნაკრებთან პირველი ამხანაგური მატჩი ავთანდილ ასათიანის გუნდმა 3:2 მოიგო.

მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის ფარგლებში სტუმრად ბელგიის წინააღმდეგ ჩაატარებს – მატჩი 7 მარტს გაიმართება.