საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ლიუტუვასთან პირველი ამხანაგური მოიგო #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ლიუტუვასთან პირველი ამხანაგური მოიგო #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა არსებობის განმავლობაში პირველად მოიპოვა ევროპის (2022 წლის) ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება და ფინალური ეტაპისთვის მზადება ლიეტუვასთან მატჩებით დაიწყო, სადაც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა ძირითადი აქცენტი საქართველოს ფუტსალის ლიგის მოთამაშეებზე გააკეთა.

დღეს გუნდები ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდნენ – ახალ ოლიმპიურ სასახლეში გამართულ მატჩში საქართველოს ნაკრები სწრაფად დაწინაურდა – მე-3 წუთზე ძლიერი დარტყმით ანგარიში ვახტანგ ჯვარაშვილმა გახსნა, ხოლო 29-ე წუთზე ბალტიისპირელთა კარი ირაკლი თოდუამ აიღო და საბოლოოდ, გუნდმა 2:0 მოიგო.

საქართველო – ლიეტუვა 2:0

გოლები: 1:0 ვახტანგ ჯვარაშვილი (3), 2:0 ირაკლი თოდუა (29)

საქართველოსა და ლიეტუვას ფუტსალის ნაკრებების მეორე ამხანაგური მატჩი 4 ივნისს გაიმართება. მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 18:00 საათზე დაიწყება -გულშემატკივრებისთვის დასწრება თავისუფალია.