საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ლიეტუვა მეორე ამხანაგურ შეხვედრაში ვერ დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ლიეტუვა მეორე ამხანაგურ შეხვედრაში ვერ დაამარცხა #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ლიეტუვასთან მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა (პირველი შეხვედრა ავთანდილ ასათიანის გუნდმა 2:0 მოიგო) და ამჯერად მეტოქის დამარცხება ვერ მოახერხა. მეორე მატჩიც თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა და ავთანდილ ასათიანის გუნდის უპირატესობით წარიმართა, მაგრამ ბალტიისპირელებმა მასპინძლებს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს.

ამჯერადაც, მე-3 წუთზე თავი ვახტანგ კეკელიამ გამოიჩინა. ლიეტუვამ წონასწორობა მე-10 წუთზე ედგარ ბარანაუსკასის გოლით აღადგინა, მაგრამ მე-14 წუთზე კეკელიამ დუბლი შეასრულა და საქართველოს ნაკრები მეორედ დააწინაურა. მე-17 წუთზე ძლიერი დარტყმით არტურ იუხნომ ანგარიში მეორედ გაათანაბრა და ტაიმი 2:2 დასრულდა.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა შეტევებში გაატარა, რეალური საგოლე მომენტი ორივე ნაკრებმა შექმნა – სტუმართა შეტევაზე ჩვენმა მეკარე ალექსანდრე ჯამბურიამ მშვენიერი რეაქცია გამოავლინა და გუნდი გადაარჩინა. ხოლო ჩვენს შემტევს კარის წინ ფეხი დაუცდა და კარგად ვერ დაარტყა. კარგი შანსი ჰქონდა გიორგი ღავთაძეს, მაგრამ მცველი კარის ხაზზე გადაეღობა და არ გაატანინა. ბოლო წამზე საქართველოს ნაკრებმა შეტევა განახორციელა, თუმცა კარის წინ არჩილ სებისკვერაძემ ბურთს ვერ მიასწრო და საბოლოოდ, მატჩი 2:2 დასრულდა.

 


საქართველო 2:2 ლიეტუვა


თბილისი, ოლიმპიური სასახლე

საქართველო: ჯამბურია, თოფურია, გიორგაია, ჯვარაშვილი, ღავთაძე

სათადარიგო შემადგენლობა: ჯინჭარაძე, ბუკია, ჩიმაკაძე, ექიზაშვილი, თოლორდავა, კეკელია, სვანიძე, ჭუმბურიძე, სებისკვერაძე, თოდუა მთავარი

მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი