საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა გასვლაზე გერმანია დაამარცხა
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა გასვლაზე გერმანია დაამარცხა

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა გერმანიის ნაკრები გასვლაზე დაამარცხა. ავთანდილ ასათიანის გუნდი ბუნდესგუნდს ჰამბურგში ესტუმრა და 4:2 მოუგო.

ანგარიში ჩვენი ნაკრების ბრაზილიელმა მოთამაშემ და ერთ-ერთმა ლიდერმა რონინიომ გახსნა. ამის შემდეგ მასპინძელთა კარში კიდევ სამი გოლი გავიდა – თავი გამოიჩინეს კურტანიძემ, სიმი საიოტმა და თოდუამ.

საქართველო: კუპატაძე, სებისკვერაძე, სიმი, რონინიო, ნიშნიანიძე

სათადარიგოები: ბუკია, ჭანუყვაძე, კაკაბაძე, თოფურია, თოდუა, ჯვარაშვილი, სებისკვერაძე, კურტანიძე, ნიყვაშვილი, ფუმასა.