საქართველოს ფუტსალის ნაკრების მეტოქეები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ლატვია, ხორვატია და საფრანგეთი იქნებიან #1TVSPORT
ლიეტუვის ქალაქ კაუნასში ფუტსალის 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა და საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა.
ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები A ჯგუფში ითამაშებს, ხოლო მისი მეტოქეები ლატვია, ხორვატია და საფრანგეთი იქნებიან. ჯგუფის შეხვედრები ლატვიაში, ქალაქ რიგაში ჩატარდება. მეოთხედფინალში ასპარეზობას პირველ და მეორე ადგილზე გასულები გააგრძელებენ.
ფუტსალში ევრო 2026 ევროპის სამ ქვეყანაში – სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები ტურნირზე ზედიზედ მეორედ ითამაშებს. შეჯიბრება 21 იანვარს დაიწყება და 7 თებერვალს დასრულდება.