საქართველოს ფუტსალის ნაკრები თელავში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს – ავთანდილ ასათიანის გუნდი 5 და 7 ნოემბერს ლიბანის ნაკრებს დაუპირისპირდება.
ისტორიაში პირველად, ფუტსალის ეროვნული გუნდის მატჩებს თელავის სპორტის სასახლე უმასპინძლებს. ასათიანმა საქართველოს ნაკრებში 16 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთი დებიუტანტია – გეგა კოშაძე თსუ-დან.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ალი ასლანი (კსუ), ბექა ტყემალაძე („დინამო თბილისი“), ლუკა ხარშილაძე („ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“);
წინა ხაზი: გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (პსპ), არჩილ სებისკვერაძე („ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“), გეგა კოშაძე (თსუ), ვახტანგ ჯვარაშვილი („ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“), ლევან სვანიძე („ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“), ნიკოლოზ გაბრიჩიძე („ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“), ლუკა ფარცვანია („გომელი“, ბელარუსი), საბა ტყეშელაშვილი („გომელი“, ბელარუსი), ჯანიკო გიორგაია (კსუ), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ), შოთა თოფურია („ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“), ნიკა ხარატიშვილი (კსუ).
მატჩების განრიგი:
5 ნოემბერი
19:00 | საქართველო – ლიბანი
7 ნოემბერი
14:00 | საქართველო – ლიბანი