საქართველოს ფუტსალის ლიგის საჩემპიონო მატჩების კალენდარი ცნობილია #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ლიგის საჩემპიონო მატჩების კალენდარი ცნობილია #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ლიგის საჩემპიონო მატჩების კალენდარი ცნობილია. ფინალისტები 12 მაისს გაირკვა – „ნიუ ვიჟენი“ ტიტულს „პსპ-სთან“ დაიცავს.

„პსპ-სა“ და „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსის“ ფინალური მატჩები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 22, 26 და 31 მაისს გაიმართება. მესამე ადგილისთვის ერთმანეთს „კსუ“ და „თსუ“ დაუპირისპირდებიან. ჩემპიონობის მოსაპოვებლად სამი თამაშის მოგებაა საჭირო.

ფუტსალის ლიგის ფინალის მატჩების განრიგი:

22 მაისი, 16:00
„პსპ“ – „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“
26 მაისი, 18:00
„პსპ“ – „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“
31 მაისი, 13:00
„პსპ“ – „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“

ბოლო წლებში პირველად, ორივე გუნდმა ნახევარფინალში მხოლოდ ორი მატჩი გამართა და ფინალში მესამე დამატებითი დაპირისპირების გარეშე გავიდა (ფინალში გუნდი ორი მოგების შემთხვევაში გადიოდა).

ბესიკ არველაძის გაწვრთნილმა გუნდმა („პსპ“) კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი („კსუ“) 2:0 (5:2, 2:2 – 5:4 პენალტების სერიით) დაამარცხა, ხოლო ავთანდილ ასათიანის „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსმა“ ნახევარფინალში ბოლო ათლწეულის ერთ-ერთი გამორჩეულ გუნდს, თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტს („თსუ“) 2:0 (3:2, 6:3) სძლია.