საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების ლიდერი - ამ პერიოდში 100 პროცენტით ფორმას ვერ შეინარჩუნებ
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების ლიდერი - ამ პერიოდში 100 პროცენტით ფორმას ვერ შეინარჩუნებ

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი რონინიო უკრაინაშია და კარანტინის დასრულებას ელის. საქართველოს პირველ არხთან ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ფორმის შენარჩუნებას აქტიური ინდივიდუალური ვარჯიშით ცდილობს.

„ახლა უკრაინაში ვარ, სადაც კარანტინია. რა თქმა უნდა, ამ პერიოდში 100 პრონცეტით ფორმას ვერ შეინარჩუნებ, თუმცა სახლში ყოველდღე მინიმუმ ერთი საათი ვვარჯიშობ, გარეთ კი ყოველ მეორე დღეს გავდივარ და 10 კილომეტრს დავრბივარ. გარეთ მხოლოდ საამისოდ და მარკეტში წასასვლელად გავდივარ, სხვა შემთხვევაში სახლში ვართ და ყველა მითითებას ვასრულებ“, – ამბობს რობინიო.

მისი თქმით, საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელებთან კავშირს ინარჩუნებს – „ერთმანეთთან კავშირს ვინარჩუნებთ. სამწუხაროა, რომ ვითარებიდან გამომდინარე დაგეგმილი შეხვედრები გადაიდო და ამ მომენტისთვის ისიც არ ვიცით, ეს თამაშები როდის ჩატარდება. იმედია, რომ მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება და საყვარელ საქმეს დავუბრუნდებით.“

შეგახსენებთ, რომ რონინიო ბრაზილიელია, მაგრამ საქართველოსთან 10 წელზე მეტი აკავშირებს და მოქალაქეობაც აქვს.