საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება [ფოტო]
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება [ფოტო]

ავთანდილ ასათიანის გუნდი პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დ“ ჯგუფში დანიის, ისრაელის და გერმანიის ეროვნულ ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს, მომდევნო ეტაპზე კი ორი საუკეთესო გუნდი გავა. ეროვნული ნაკრები საწვრთნელ შეკრებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ გადის. გუშინ ეროვნულ გუნდს ექვსი ლეგიონერი შეუერთდა, დღეს კი ასათიანის გუნდმა სრული შემადგენლობით პირველად ივარჯიშა. მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში 16 ფეხბურთელია, ოფიციალურ განაცხადში კი 14 მოხვდება. ჯგუფური ეტაპის პირველი თამაში, საქართველოს გერმანიასთან 30 იანვარს უწევს. მატჩი 20:30 წუთზე დაიწყება.

შეხვედრები 30 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს. გულშემატკივრებს მატჩებზე დასწრება უფასოდ შეეძლებათ.

შემადგენლობა :
მეკარეები: ზვიად კუპატაძე (ტტგ-იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (ტატიშვილი, თბილისი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი)
მცველები: თალესი (ეკონომაცი, სერბეთი), გიორგი ნიშნიანიძე (ბასტია აგლო, საფრანგეთი), შოთა თოფურია (თელასი, თბილისი), ნიკოლოზ ზედელაშვილი (ლიდსელმაში, ბელარუსი)
თავდამსხმელები: ვახტანგ ჯვარაშვილი (კრემლინ-ბისეტრე იუნაიტედი, საფრანგეთი), ვახტანგ კეკელია (ტატიშვილი, თბილისი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი), რონინიო (ხერსონი, უკრაინა), გია ნიყვაშვილი (ვალეტა, მალტა), სიმი საიოტი (კპრფ, რუსეთი), არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაში, ბელარუსი), ფუმასა (პატო, ბრაზილია), ირაკლი თოდუა (ლიდსელმაში, ბელარუსი)

მატჩების სრული განრიგი : 
30 იანვარი
დანია 17:30 ისრაელი
საქართველო 20:30 გერმანია
31 იანვარი
გერმანია 17:30 დანია
საქართველო 20:30 ისრაელი
2 თებერვალი
ისრაელი 17:30 გერმანია
დანია 20:30 საქართველო