საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები ზამთრის ოლიმპიადაზე გუნდურ ტურნირში იასპარეზებს #1TVSPORT
ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც 2026 წლის 6-22 თებერვალს იტალიის ქალაქ მილანში გაიმართება, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდურ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.
სრიალის საერთაშორისო ფედერაციამ (ISU) მილანის ოლიმპიადის გუნდური შეჯიბრის მონაწილეთა სია ოფიციალურად გამოაქვეყნა – ტურნირში, საქართველოს გარდა, აშშ, იაპონია, იტალია, კანადა, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, სამხრეთ კორეა, ჩინეთი და პოლონეთი იასპარეზებენ.
ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნიკა ეგაძე (კაცები), ანასტასია გუბანოვა (ქალები), ლუკა ბერულავა-ანასტასია მეტელკინა (სპორტული წყვილები) და დიანა დევისი-გლებ სმოლკინი (სპორტული ცეკვები) წარადგენენ.
აღსანიშნავია, რომ ინდივიდუალურ გამოსვლებში ოთხივე კატეგორიაში ლიცენზიების მოპოვება მხოლოდ ხუთმა ქვეყანამ შეძლო, ესენია – საქართველო, აშშ, იტალია, ჩინეთი და კანადა.
ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში გუნდური ტურნირი – 6-8 თებერვალს, ხოლო ინდივიდუალურ ასპარეზობები 9-19 თებერვალს ჩატარდება.
Ten Olympic Figure Skating Teams for Milano Cortina are officially confirmed! 🇮🇹❄️
🇺🇸 United States⁰🇯🇵 Japan⁰🇮🇹 Italy⁰🇨🇦 Canada⁰🇬🇪 Georgia⁰🇫🇷 France⁰🇬🇧 Great Britain⁰🇰🇷 Korea⁰🇨🇳 China⁰🇵🇱 Poland
These ten nations will battle it out in the Olympic Team Event!… pic.twitter.com/rCAkjnKKr1
— ISU Figure Skating (@ISU_Figure) December 10, 2025