საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაცია დასრულდა – საკუთარი კანდიდატურა მხოლოდ ლევან კობიაშვილმა წარადგინა #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. საკუთარი კანდიდატურა მხოლოდ ლევან კობიაშვილმა წარადგინა და ის აღნიშნულ პოზიციაზე სფფ-ში 29 სუბიექტმა დაასახელა, – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.
ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტს 4 თებერვალს სფფ-ის XXXIII საარჩევნო ყრილობაზე აირჩევენ. არჩეული კანდიდატი აღნიშნულ თანამდებობას მომავალი 4 წლის განმავლობაში დაიკავებს.
ყრილობასთან დაკავშირებით, 16 იანვარს, 12:00 საათზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართება.