საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ქალთა ფეხბურთში წლის საუკეთესოები გამოავლინა #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ქალთა ფეხბურთში წლის საუკეთესოები გამოავლინა #1TVSPORT

„შერატონ მეტეხი პალასში“, წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ქალთა ფეხბურთში წლის საუკეთესო ფეხბურთელები და მწვრთნელები დაასახელეს.

2022 წლის სეზონის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი ეთერ სულაშვილი („ლანჩხუთი“) გახდა.

ქალთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად – ლელა ჭიჭინაძე („დინამო“ სოხუმი), ხოლო 2022 წლის სეზონის ქალთა ლიგის საუკეთესო მწვრთნელად ავთანდილ რევიშვილი („მართვე“ ქუთაისი) დასახელდა.