საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია - თურქეთში მყოფი ჩვენი ფეხბურთელები, კლუბების წევრები და მსაჯები ჯანმრთელად არიან #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია - თურქეთში მყოფი ჩვენი ფეხბურთელები, კლუბების წევრები და მსაჯები ჯანმრთელად არიან #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ თურქეთში დატრიალებული უმძიმესი მოვლენების შემდეგ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყანაში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელები და იქ შეკრებაზე მყოფი ქართული კლუბების წევრები უსაფრთხოდ არიან.

„საზარელი ტრაგედია დატრიალდა მეზობელ ქვეყანაში, თურქეთში. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს და იზიარებს თურქი ხალხის გულისტკივილს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კავშირზეა თურქეთში მოასპარეზე ქართველ ფეხბურთელებთან, ქართულ კლუბებთან და მსაჯებთან, რომლებიც ამჟამად საწვრთნელ პროცესს თურქეთში გადიან. საბედნიეროდ, ყველა ჯანმრთელადაა.

კიდევ ერთხელ გვინდა, სამძიმარი გამოვუცხადოთ მეზობელი ქვეყნის მთელ მოსახლეობასა და კოლეგებს თურქეთის ფეხბურთის ფედერაციაში. გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაზარალებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – წერია სფფ-ის განცხადებაში.