საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (სფფ) ნებართვას ელის - მანამდე გუნდები ამხანაგურად ვერ ითამაშებენ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (სფფ) ნებართვას ელის - მანამდე გუნდები ამხანაგურად ვერ ითამაშებენ

ეროვნული ლიგის გუნდებს ჯერ ამხანაგური მატჩების გამართვის უფლება არ გააჩნიათ – ეს საქართველოს პირველ არხთან ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა განაცხადა.

„ამხანაგური თამაშები ნებადართული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სპორტული ღონისძიებების შესახებ რეგულაციებში ცვლილებები იქნება. ამხანაგური მატჩების დაგეგმვას ნებართვა სჭირდება. ამიტომ ახალ განკარგულებამდე გუნდები მხოლოდ საკუთარი შემადგენლობებით ორმხრივ თამაშებს თუ ითამაშებენ,“ – ამბობს დავით მუჯირი.

კორონავირუსზე ტესტირების შემდეგ, ეროვნული ლიგის გუნდები ორკვირიან შეკრებაზე გადადიან. ამ პერიოდში ამხანაგური მატჩების გამართვა ნებადართული არაა, რაც გუნდებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია – პანდემიის პაუზით გამოწვეულმა უვარჯიშებლობამ ფეხბურთელები ფორმიდან ამოაგდო. მწვრთნელებს სურთ, რომ ფეხბურთელებმა საკონტროლო მატჩებით კონდიციები აღიდგინონ და სეზონის განახლებამდე ერთმანეთთან შეთამაშდნენ.