საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფა-ს არჩევნებში ჯანი ინფანტინოს მხარს აღარ დაუჭერს #1TVSPORT
ფიფა-ს საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ჯანი ინფანტინოს კანდიდატურის მხარდამჭერი წერილი უკან გაიწვია – ამის შესახებ სფფ-ის პრესსამსახურმა საგანგებო წერილი გავრცელა.
სფფ-მ მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას ოფიციალური წერილით მიმართა და, ამ გადაწყვეტილებით, გააუქმა 2026 წლის 1-ელ ივნისს გაგზავნილი წერილი, რომლითაც მხარს უჭერდა ინფანტინოს კანდიდატურას ორგანიზაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე კიდევ ოთხი წლით არჩევასთან დაკავშირებით.
გამოცემა The Times-ის ცნობით, უეფა და კიდევ ორი კონტინენტის საფეხბურთო კონფედერაცია ფიფა-ს პარალიზებას და ალტერნატიული საერთაშორისო ტურნირების ჩატარებას აპირებენ.
ფიფა-ს პრეზიდენტის არჩევნები 2027 წლის 18 მარტს მაროკოშო, ფიფა-ს 77-ე კონგრესზეა დაგეგმილი.