საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ეროვნულ ჩემპიონატს პირველ აპრილამდე აჩერებს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ეროვნულ ჩემპიონატს პირველ აპრილამდე აჩერებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„მსოფლიოში და ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, სფფ-ის ეგიდით გამართული ყველა ჩემპიონატის, მათ შორის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგისკრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის, ლიგა 3-ის, ასევე ასაკობრივი ჩემპიონატების პირველ აპრილამდე შეჩერების თაობაზე. ფეხბურთის ფედერაციის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ფეხბურთელებისა და გულშემატკივრის ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

დატოვე კომენტარი