საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახალ პროექტს იწყებს - დღეს 15-წლამდე გოგონათა ლიგა დაიწყება #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახალ პროექტს იწყებს - დღეს 15-წლამდე გოგონათა ლიგა დაიწყება #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, 15-წლამდე გოგონათა ლიგა იწყება. ჩემპიონატის დასავლეთის ჯგუფის მატჩები 12 სექტემბერს ხელვაჩაურში გაიმართება, 14 სექტემბერს კი ერთმანეთს აღმოსავლეთის ჯგუფის გუნდები დაუპირისპირდებიან.

ჩემპიონატში დასავლეთის ექვსი და აღმოსავლეთის შვიდი გუნდი ითამაშებს. ფინალურ მატჩში, რომელიც 30 ნოემბერს გაიმართება, დასავლეთისა და აღმოსავლეთის საუკეთესო გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. გოგონათა საფეხბურთო ლიგა 9×9-ზე ფორმატით ჩატარდება.

პროექტი ფეხბურთის განვითარებისა და მასობრიობის იმ მიმართულების შემადგენელი ნაწილია, რომელიც ფეხბურთის ფედრაციამ 2015 წლიდან გამოაცხადა და რომლის მიზანიც, ქალთა ფეხბურთის განვითარების პარალელურად, ფეხბურთის მასობრიობის ხელშეწყობაა.

10 წელიწადში სხვადასხვა პროექტის განხორციელების შედეგად (მოყვარულთა ლიგა, მასტერ ლიგა, ქალთა ლიგა, ფუტსალი, მინიფეხბურთი) საქართველოში დარეგისტრირებულ მოთამაშეთა რაოდენობა 12 ათასიდან 50 ათასამდე გაიზარდა – ეს ციფრი „ავაზას“ ცენტრის გახსნისას დასახელდა.

საინტერესოა, რომ, ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების გარდა, უკვე ჩამოყალიბდა 15, 16, 17, 18 და 19-წლამდე გოგონათა საქართველოს ასაკობრივი ნაკრებები.