საქართველოს ფეხბურთელ ქალთა ნაკრები არაბეთისთვის ემზადება
საქართველოს ფეხბურთელ ქალთა ნაკრები არაბეთისთვის ემზადება

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე” ღია ვარჯიში გამართა. ლევან ბაჯელიძემ ფეხბურთელები, რომელიც არაბთა გაერთიანებული საემიროების ნაკრებთან ამხანაგური მატჩებისთვის ემზადებიან, ერთი საათით დატვირთა. შეკრებაზე მყოფი ყველა მოთამაშე ჯანმრთელადაა და მომავალი შეხვედრებისთვის სრული დატვირთვით ემზადება.

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: თეონა სუხაშვილი (ერეგლი ბელედიესპორი, თურქეთი), თათია გაბუნია (ლანჩხუთი)

მცველები: ნინო სუთიძე (ნიკე, თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), ელენე რაუხი (ნორჩი დინამო, თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი (ნიკე, თბილისი), მარიამ ჯანიკაშვილი (კაპრერა, იტალია)

ნახევარმცველები: ნინო პასიკაშვილი (ნიკე, თბილისი), თეონა ბაქრაძე (ჰაკარაგიუჯუ, თურქეთი), მარიამ დანელია (ლანჩხუთი), ანასტასია ბოლქვაძე (ნიკე, თბილისი), თამარ ეპიტაშვილი (კატანია, იტალია), ირინა ხაბურზანია (ლანჩხუთი), სალომი დიმოპულუ (პაოკი, საბერძნეთი), თამრიკო სალუქვაძე (ლანჩხუთი), ანა კულდონაშვილი (კარპერა, იტალია)

თავდამსხმელები: ხატია ჭყონია (იზმირ ქონაკ ბელედიესპორი, თურქეთი), ლელა ჭიჭინაძე (ედნისტ-პლისკი, უკრაინა), ნათელა წოწერია (ლანჩხუთი), ანა პოღოსიანი (ჩხოროწყუ)

ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების პროცესში საქართველოს ეროვნული ნაკრები არაბეთის გაერთიანებული საამიროების ეროვნული ნაკრებთან ორ შეხვედრას გამართავს. მატჩები 14 და 17 ივნისს, “დავით პეტრიაშვილი არენაზე” გაიმართება და ორივე 17:00 საათზე დაიწყება.