საქართველოს ფარიკაობის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრება #1TVSPORT
საქართველოს ფარიკაობის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრება #1TVSPORT

საქართველოს ფარიკაობის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე დასკვნით მოსამზადებელ შეკრებას გადის. ჩვენი გუნდი, 15-23 ივლისს, ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე სრული შემადგენლობით წარდგება. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ეგვიპტეში გაემგზავრება 10 სპორტსმენი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი და დელეგაციის ხელმძღვანელი. დამატებით ორ სპორტსმენს თბილისის მერია დააფინანსებს.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების ლიდერს, ევროპის მოქმედ ჩემპიონს, სანდრო ბაზაძეს, ის ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მსოფლიო ჩემპიონატისთვის პარიზში ემზადება. სანდრო ბაზაძე ევროპის ჩემპიონობის შემდეგ პარიზში დაბრუნდა და წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირისთვის ვარჯიში საფრანგეთის დედაქალაქში განაგრძო. ჩვენი ნაკრების ლიდერი მსოფლიოს ჩემპიონატს იდეალურ სპორტულ ფორმაში ხვდება და, რა თქმა უნდა, ეგვიპტეშიც უმაღლესი სინჯის მედლისთვის იბრძოლებს.

დატოვე კომენტარი