საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბელგრადში პირველი ვარჯიში გამართა

19:58, 22.02.2020

საქართველოს ეროვნული ნაკრები ბელგრადში იმყოფება და ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის მეორე შეხვედრისთვის ემზადება.

ილიას ზუროსის გუნდმა ალეკსანდარ ნიკოლიჩის სახელობის დარბაზში პირველი ვარჯიში ჩასვლის დღეს გამართა.

ადგილობრივი დროით 18:00 საათზე კალათბურთელებმა მსუბუქად ივარჯიშეს, მეტი ყურადღება ენერგიის აღდგენას დაეთმო.

გუნდში საბრძოლო განწყობაა.ალათბურთელებს არ აწუხებთ ტრავმები და თითქმის ყველა მოთამაშე ოპტიმალურ ფორმაშია.

შეხვედრის პირდპაირ რეპორტაჟს ხვალ, 20:00 საათზე საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი