საქართველოს ნაკრების მეორე მარცხი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე
საქართველოს ნაკრების მეორე მარცხი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე

საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე მარცხი განიცადა. ილიას ზუროსის გუნდმა სტუმრად ჯგუფის ფავორიტ სერბეთთან 18 ქულის სხვაობით, 105-87 წააგო.

ქართველმა კალათბურთელებმა პირველი ტაიმი ერთი ქულის სხვაობით მოიგეს, თუმცა მეორე ნახევარში, სამწამიანში დაშვებული არაერთი შეცდომის გამო, შეხვედრა დიდი ანგარიშით დათმეს.

მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი საქართველოს ეროვნული ნაკრების უკანახაზელი მაიკლ დიქსონი გამოდგა, რომელმაც 36 ქულა დააგროვა. კარგი შეხვედრა გამართა გუნდის ახალწვეულმა მერაბ ბოქოლიშვილმა, რომლის ანგარიშზე 14 ქულაა. ბოქოლიშვილმა ხუთიდან ოთხი სამქულიანი გამოიყენა. 11 ქულა ჩაიწერა პირად აქტივში მიხეილ ბერიშვილმა.

სერბებს შორის, 28 ქულით, რადულიცა გამოირჩა.

G ჯგუფის მეორე შეხვედრაში გერმანიამ ავსტრია სტუმრად 41 ქულის სხვაობით, 90-49 დაამარცხა. შედეგად, ორი ტურის შემდეგ, ჯგუფს გერმანია და სერბეთი ლიდერობენ. საქართველო და ავსტრია მესამე-მეოთხე პოზიციებს იყოფენ.