საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები საბერძნეთში გაემგზავრა
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები საბერძნეთში გაემგზავრა

ილიას ზუროსის გუნდი 21 თებერვალს კუნძლ კრეტაზე, ქალაქ ჰერაკლეონში, მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, საბერძნეთის ეროვნულ გუნდს დაურპისპირდება. 24 თებერვალს კი თბილისში ესტონეთის ეროვნულ ნაკრებს მიიღებს. ჩვენი ეროვნული გუნდი საბერძნეთში 11 კაციანი შემადგენლობით გაემგზავრა, ხოლო მე-12 მოთამაშე, თედ მაკფადენი, გუნდს ჰერაკლიონში შეუერთდება. ნაკრებს ვერ დაეხმარება ბუდუჩნოსტის 19 წლის ცენტრი გოგა ბითაძე, რომელმაც 1 კვირის წინ, ადრიატიკის ლიგის მატჩში, ფეხი იტკინა და ვარჯიშს გუშინ შეუდგა. საქართველოს კალათბურთის ფედერაცია და ნაკრების ხელმძღვანელობა მაქსიმუმს აკეთებს, რომ ბითაძემ 24 თებერვალს, ესტონეთის წინააღმდეგ, თბილისში ითამაშოს.
მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებს გამართული 4 მატჩიდან 3 მოგება აქვს, თუმცა პირველ და მეორე ეტაპების გაერთიანებულ ცხრილში 5-5 მოგება-წაგება გააჩნია და მუნდიალზე გასვლის შანსი გაცილებით ნაკლები აქვს, ვიდრე კონკურენტ სერბეთს. მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ გავიდეს, საქართველოს ნაკრებმა დარჩენილი ორივე შეხვედრა უნდა მოიგოს, ხოლო სერბეთმა – ესტონეთთან და ისრაელთან – წააგოს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: გიოგი ცინცაძე, რატი ანდრონიკაშვილი, თად მაკფადენი, ოთარ ფხაკაძე, დუდა სანაძე, მიხეილ ჭოჭუა, მერაბ ბოქოლიშვილი, მიხეილ ბერიშილი, ილია ლონდაიძე, აკაკი დვალიშილი, ბექა ბექაური, გიორგი შერმადინი.

საბერძნეთის ნაკრების 14-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა ასე გამოიყურება: იოანის ატინაუ, ნიკოს გკიკასი, ანტონის კონიარისი, ხრისტოს სალუსტროსი, ლეფტერის ბოხორიდისი, დიმიტრის კაკლამანაკისი, იანულის ლარენცაკისი, პანაიოტის ვასილოპულოსი, იოანის ბურუსისი, ლეონიდას კასელაკისი, ევანგელოს მარგარიტისი, ლინოს ხრისიკოპულოსი, დიმიტრიოს კაციველისი, დიმიტრიოს მავროიდისი.

საბერძნეთი-საქართველოს საკალათბურთო დაპირისპირებას 21 თებერვალს თბილისის დროით 22 საათსა და 20 წუთიდან პირველი არხი შემოგთავაზებთ.