საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა ოთხმა დელეგატმა დატოვა
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა ოთხმა დელეგატმა დატოვა

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, ოთხმა დელეგატმა დატოვა:  ოლიმპიურმა ჩემპიონებმა გიორგი ასანიძემ და ირაკლი ცირეკიძემ, და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ყოფილმა და ამჟამინდელმა პრეზიდენტებმა – დავით ქევხიშვილმა და გიორგი ათაბეგაშვილმა.

ირაკლი ცირეკიძე, გიორგი ასანიძე, დავით ქევხიშვილი, გიორგი ქართველიშვილი და ზურაბ კოსტავა სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ და მოითხოვეს საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის მინიმუმ სამი თვით გადადება, რადგან მათი აზრით, ოლიმპიური კომიტეტის წესდებაში ბოლო პერიოდში შესული ცვლილებები არაკონკურენტულ საარჩევნო გარემოს ქმნის.

მიუხედავად მათი გადაწყვეტილებისა, საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა გრძელდება და მასზე უკვე უყარეს კენჭი დღის წესრიგს, რომელიც ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა.