საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად ლერი ხაბელოვი აირჩიეს
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად ლერი ხაბელოვი აირჩიეს

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (სეოკ) საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა დღეს ჩატარდა. ყრილობაზე, სხვა განსახილველ საკითხებთან ერთად, გაიმართა სეოკ-ის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელზეც ერთადერთი კანდიდატი მოქმედი პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი იყო.

ჩატარდა ღია კენჭისყრა, რომლის შედეგადაც ყრილობაზე დამსწრე 117 დელეგატიდან მხარი ყველამ ლერი ხაბელოვს დაუჭირა. საგულისხმოა, რომ ხაბელოვი სეოკ-ის პრეზიდენტის მოვალეობებს მესამე ვადით შეასრულებს.

ვიცე-პრეზიდენტის პოსტს კვლავ ელგუჯა ბერიშვილი, მამუკა ხაბარელი და ნინო სალუქვაძე იკავებენ. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი იქნება.

 

 

ფოტო: თამარ ყულუმბეგაშვილი