საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ნინო ბაციაშვილი ონლაინ ჭადრაკში ევროპის ქალთა ჩეპიონატის გამარჯვებულია
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ნინო ბაციაშვილი ონლაინ ჭადრაკში ევროპის ქალთა ჩეპიონატის გამარჯვებულია

ქართველმა მოჭადრაკემ სწრაფ ჭადრაკში გამართულ ევროპის პირველ ონლაინ ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგი აჩვენა. ნინო ბაციაშვილმა ორი სათამაშო დღის განმავლობაში 16 შესაძლებლობიდან 10 ქულა დააგროვა და ჩეპიონის ტიტული დაისაკუთრა.

ქალთა შორის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებულმა ნინო ხომერიკმა კი მეოთხე შედეგი აჩვენა.

საქართველოდან სხვასხვა ეტაპებზე 70-მდე მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა.