საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა სიონის საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს [ფოტო, ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრები, რომლებიც თბილისში მარტის სანაკრებო მატჩებისთვის ემზადებიან, სიონის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს.

ვილი სანიოლის გაწვრთნილები სრული შემადგენლობით შეიკრიბნენ და სიონის საკათედრო ტაძარში გარდაცვლილი პატრიარქის ხსოვნას დღეს დილით მიაგეს პატივი. საფლავთან, გუნდის სახელით, გვირგვინი ხვიჩა კვარაცხელიამ მიიტანა. ფეხბურთელები ილია მეორის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წლის პირველი საწვრთნელი შეკრება 23 მარტს დაიწყო. ჩვენი გუნდი 26 მარტს თბილისში ისრაელს დაუპირისპირდება, ხოლო 29 მარტს ლიეტუვას კაუნასში შეხვდება.