საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისის მატჩებისთვის მზადებას აგრძელებს - გუნდს გიორგი ზარია გამოაკლდა #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისის მატჩებისთვის მზადებას აგრძელებს - გუნდს გიორგი ზარია გამოაკლდა #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას აგრძელებს. ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით ვარჯიშები სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ ტარდება.

2 ივნისს გუნდს გიორგი გულიაშვილი და საბა ლობჟანიძე შეუერთდნენ. ვარჯიშში 22 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ტრავმის გამო გიორგი ზარია მიმდინარე შეკრებას გამოაკლდა და ივნისის მატჩებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:

5 ივნისი, 20:00 | საქართველო – ფარერის კუნძულები | დინამო არენა, თბილისი
8 ივნისი, 20:00 | საქართველო – კაბო ვერდე | რამაზ შენგელია, ქუთაისი