საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. სანიოლის გუნდი 9 ივნისს პოდგორიცაში, მონტენეგროსთან „გრადსკი არენაზე“ ითამაშებს, ხოლო როგორც ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა პირველ არხთან განაცხადა, მანამდე კიდევ ერთი მატჩი შედგება.

აქამდე „ჯვაროსნებს“ ევროპის ჩემპიონატამდე, მონტენეგროს გარდა, სხვა ამხანაგურ თამაში დაგეგმილი არ ჰქონდათ. ევრო 2024-ის ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვების შემდეგ კი კიდევ ერთი მატჩის ჩატარება გახდა აუცილებელი.

იაშვილის თქმით, ჯერ უცნობია, ვის დაუპირისპირდება ჩვენი გუნდი. ამ მომენტისთვის რამდენიმე ნაკრებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს 18 ივნისს დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ თურქეთთან გამართავს, 22 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს ისევ დორტმუნდში – პორტუგალიას.