საქართველოს ეროვნულ ლიგაში პირველი წრე სრულდება – „დინამო თბილისმა“ გორის „დილა“ დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს ეროვნულ ლიგაში პირველი წრე სრულდება – „დინამო თბილისმა“ გორის „დილა“ დაამარცხა #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ლიგის პირველი წრის ბოლო, მეცხრე ტური „დინამო არენაზე“ გამართული მატჩით გაიხსნა – „დინამო თბილისმა“ გორის „დილას“ უმასპინძლა და საჭირო გამარჯვება მოიპოვა – 2:1.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. „დინამომ“ გადამწყვეტი უპირატესობა მეორე ნახევრის სამწუთიან მონაკვეთში მოიპოვა. 53-ე წუთზე ანგარიში თორნიკე მორჩილაძემ გახსნა, ხოლო 56-ეზე თბილისელთა უპირატესობა ლეო ასუნსაომ გაზარდა. ორივე გოლი საბა ხარებაშვილის გადაცემით გავიდა.

გორის „დილამ“ მოახერხა და სხვაობა 90+3-ე წუთზე შეამცირა. კონტრშეტევისას სტუმართა განელმა ლეგიონერმა, ბიანკსონ ანოფიმ საჯარიმოს სიახლოვიდან ზუსტად დაარტყა და ანგარიში 2:1 გახდა, თუმცა „დილამ“ თამაშის გადარჩენა ვეღარ შეძლო.

ცხრა ტურის შემდეგ „დინამო თბილისს“ 14 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა. დედაქალაქურმა გუნდმა შეამცირა ჩამორჩენა მესამეადგილოსან გორის „დილასთან“, რომლის ანგარიშზეც 17 ქულაა.