საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ თურქეთის პრეზიდენტს რესპუბლიკის დღე მიულოცა
საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ თურქეთის პრეზიდენტს რესპუბლიკის დღე მიულოცა

თურქეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ დღეს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს რესპუბლიკის დღე მიულოცა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

„დღეს მქონდა პატივი, ჩვენი ქვეყნის სახელით თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისთვის რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის მიმელოცა რესპუბლიკის დღე“, – წერს გიორგი ჯანჯღავა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.