საქართველოს ელჩი „ანკარაგუჯუს“ ესტუმრა - გიორგი ჯანჯღავას გუნდის მაისური გადასცეს
საქართველოს ელჩი „ანკარაგუჯუს“ ესტუმრა - გიორგი ჯანჯღავას გუნდის მაისური გადასცეს

საბა ლობჟანიძის „ანკარაგუჯუში“ გადასვლის შემდეგ ქართველის ახალ გუნდს თურქეთში საქართველოდან ელჩი ესტუმრა, რაზეც წერილი კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა.

„საქართველოდან ელჩის ვიზიტი ჩვენს კლუბში

ბატონმა გიორგი ჯანჯღავამ, ანკარაში საქართველოს ელჩმა, ჩვენი პრეზიდენტი ფატიჰ მერტი და ჩვენი ფეხბურთელი საბა ლობჟანიძე მოინახულა და წარმატებები უსურვა. მერტმა განაცხადა, რომ სწამს,„ანკარაგუჯუ“ კარგ შედეგს აჩვენებს და რომ საბა ლობჟანიძის მიმართ დიდი ნდობა გააჩნიათ.

საქართველოს ელჩმა აღნიშნა, რომ ძალიან ბედნიერია ამ ვიზიტით. ჩვენმა პრეზიდენტმა ფატიჰ მერტმა აღნიშნა, რომ საბა ლობჟანიძე არის ძალიან ამბიციური და შრომისმოყვარე ფეხბურთელი, და მიიჩნევს, რომ ქართველი ფეხბურთელი გუნდის წარმატებაში დიდ წვლილს შეიტანს“ – წერია „ანკარაგუჯუში“ ოფიციალურ ვებგვერდზე.

ვიზიტის შემდეგ, ჩვენმა პრეზიდენტმა ფატიჰ მერტმა საქართველოს ელჩს, გიორგი ჯანჯღავას „ანკარაგუჯუს“ 6-ნომრიანი მაისური გადასცა.