საქართველოს ძიუდიოსტთა ნაკრების ტრიუმფი ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე - ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა
საქართველოს ძიუდიოსტთა ნაკრების ტრიუმფი ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე - ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრები ფინეთის ქალაქ ვანტააში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ექვსი ოქროს, ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა.

საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრებმა ხუთ წონით კატეგორიაში იასპარეზეს და ყველა წონაში ოქროს მედლები მოიპოვეს.

ევროპის ყველა ჩემპიონი ძიუდოს ფედერაციის პროგრამის „გამოწვევა 2020“-ის მონაწილეა, რომლის ხელმძღვანელია დავით ქევხიშვილი, ხოლო მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანია.

ფინეთში ევროპის ჩემპიონები:- გიორგი თუთაშვილი (-66კგ), ტატო გრიგალაშვილი (-81კგ), ლაშა ბექაური (-90კგ), ილია სულამანიძე (-100კგ) და გელა ზაალიშვილი (+100კგ) გახდნენ. კიდევ ერთი ოქროს მედალი საქართველოს გოგონათა ნაკრების წევრმა ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა, რომელიც ქართული ძიუდოს ისტორიაში ახალგაზრდებს შორის ევროპის პირველი ჩემპიონი ქალი ძიუდოისტია.

ვერცხლის მედალი 81კგ-ში ვლადიმერ ახალკაცმა დაისაკუთრა. ხოლო ბრინჯაოს მედალოსნები მარიამ ჭანტურია (-70კგ) და მიხეილ ბექაური (-90კგ) არიან.