საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი იაპონიაში იმყოფება

12:56, 10.07.2019

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი და აღმასკომის წევრი დავით ქევხიშვილი იაპონური მხარის მიწვევით ფუკუოკაში იმყოფებიან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავენ.

თავდაპირველად ისინი ფუკუოკას პრეფექტურაში შეხვდნენ ვიცე-გუბერნატორს, დაათვალიერეს ომუტას უნივერსიტეტის ბაზა, სადაც შესაძლოა, ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის ჩატარდეს შეკრება. ასევე შეხვდნენ ქალაქ ომუტას მერ მასაჰირო ნაკაოს და ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც გულისხმობს მომავალში უფრო ფართო ურთიერთობებს, ცოდნის გაზიარებისა და სპორტსმენთა გაცვლითი ტიპის ღონისძიებებს.

მსგავსი