საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში 28 ივნისს საჯარო შეხვედრა გაიმართება #1TVSPORT
საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში 28 ივნისს საჯარო შეხვედრა გაიმართება #1TVSPORT

საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ფედერაციამ განცხადება გაავრცელა და გულშემატკივრებთან საჯარო შეხვედრა დააანონსა:

„სამშაბათს, 12:00 საათზე საქართველოს ძიუდოს ეროვნულ ფედერაციაში გაიმართება საჯარო შეხვედრა გულშემატკივრებთან, სადაც განვიხილავთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის დეტალებს. ნებისმიერ მსურველს ექნება საშუალება საკითხთან დაკავშირებით დასვას ყველაზე უფრო კრიტიკული კითხვები, რასთან დაკავშირებითაც მზად ვართ არგუმენტირებულად და დოკუმენტალურად ადეკვატური პასუხის გასაცემად. ჩვენი მოწოდება შეხვედრაზე დასწრებასთან დაკავშირებით ეხებათ პირველ რიგში იმ პოლიტიკოსებს თუ სხვადასხვა მედიასაშუალებებს, რომელთაც ზემოაღნიშნული დასკვნის ფორმალური ფაქტები ყოველგვარი სიღრმისეული ანალიზის გარეშე წარმოაჩინეს თითქოსდა ფედერაციის მხრიდან ჩადენილ სამართალდარღვევად. ასევე გაცნობებთ, რომ აუდიტის დასკვნა არის საჯარო, რისი ნახვაც შესაძლებელია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე“, – წერია საქართველოს ძიუდოს ფედერაციის განცხადებაში.