საქართველოს ძიუდოისტთა ოლიმპიურ ნაკრებს აეროპორტში ოვაციებით დახვდნენ #1TVSPORT
საქართველოს ძიუდოისტთა ოლიმპიურ ნაკრებს აეროპორტში ოვაციებით დახვდნენ #1TVSPORT

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს უამრავი გულშემატკივარი დახვდა, მათ შორის იყო თბილისის მერი კახა კალაძე. განსაკუთრებული ემოციებითა და ოვაციებით, რა თქმა უნდა, 21 წლის ოლიმპიურ ჩემპიონს – ლაშა ბექაურს შეხვდნენ.

ტოკიოს ოლიმპიადაზე ქართველმა ძიუდოისტებმა ბრწყინვალედ იასპარეზეს და ჩვენს ნაკრებს ოთხი მედალი მოუტანეს (ერთი ოქრო და სამი ვერცხლი). ეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში, ძიუდოში საუკეთესო შედეგია.

საქართველოს ნაკრები ვაჟთა გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ შვიდი წონითი კატეგორიიდან ექვსში ქართველმა ძიუდოისტებმა ნახევარფინალში იჭიდავეს, ხოლო ერთი ძიუდოისტი მეშვიდე ადგილზე გავიდა. ასევე, ისტორიაში პირველად, ოლიმპიურ თამაშებზე მეხუთე ადგილზე გავიდა ქართველი ქალი ძიუდოისტი.