საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელსა და გუნდის ორ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდათ
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელსა და გუნდის ორ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდათ

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა სპორტული თოქ-შოუესტაფეტას“ პირდაპირ ეთერში სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ მისმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა.

ლაშა გუჯეჯიანი ამბობს, რომ მისი და კიდევ ორი ძიუდოსტის ილია სულამანიძის და ონისე სანებლიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეს სტაბილურია და ვირუსი სამივე შემთხვევაში სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს.

ლაშა გუჯეჯიანის განცხადებით მომავალ კვირას მათ განმეორებითი ტესტი ჩაუტარდებათ და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში სამივე მათგანი ნაკრებს შეუერთდება, რომლის წევრები დღეს საწვრთნელ-მოსამზადებელ შეკრებაზე იმყოფებიან.