საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად ლაშა გუჯეჯიანი დაინიშნა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად ლაშა გუჯეჯიანი დაინიშნა

2020 წლის 1 დეკემბრიდან საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად ლაშა გუჯეჯიანი იმუშავებს.

იგი დღემდე ახალგაზრდული და პროექტ „გამოწვევა 2020-ის“ მთავარ მწვრთნელად მოღვაწეობდა. ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელებმა მადლობა გადაუხადეს ნოდარ მეტრეველს რომელმაც შეთანხმების საფუძველზე ფედერაციისთვის ყველაზე რთულ პერიოდში ეროვნული ნაკრები გუნდი ჩაიბარა.

უკვე ცნობილია, რომ საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის მესვეურებს მომზადებული აქვთ სისტემური მართვის კუთხით გარკვეული ცვლილებების პაკეტი რომელსაც საზოგადოებას უახლოეს პერიოდში წარუდგენენ.

დატოვე კომენტარი