საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის წევრებმა 2023 წლის პირველი შეჯიბრებისთვის მზადება უკვე დაიწყეს #1TVSPORT
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის წევრებმა 2023 წლის პირველი შეჯიბრებისთვის მზადება უკვე დაიწყეს #1TVSPORT

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები სრული შემადგენლობით ავსტრიის ქალაქ მიტერსილში იმყოფება, სადაც თვის ბოლომდე ერთობლივი საწვრთნელ-მოსამზადებელი შეკრება გაიმართება.

მიტერსილის შეკრებაზე, ქართველი ძიუდოისტების გარდა, უკრაინის, კოსოვოს, ესპანეთის, ხორვატიის, ჩეხეთის, ავსტრიის, პოლონეთის, აზერბაიჯანის, პორტუგალიის, ბელგიის, უზბეკეთისა და ნიდერლანდების წარმომადგენლები ივარჯიშებენ.

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის, ლაშა გუჯეჯიანის გადაწყვეტილებით, 2023 წლის პირველი შეჯიბრი, სადაც საქართველოს ნაკრების წარმომადგენლები იჭიდავებენ, პორტუგალიის გრან პრის გათამაშება იქნება, რომელიც 27-დან 29 იანვრის ჩათვლით ჩატარდება. ქართველი ძიუდოისტები შემდეგ საფრანგეთში ჩავლენ, სადაც 4-5 თებერვალს პარიზი გრანდ სლემის გათამაშებას უმასპინძლებს.