საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი წლის ბოლომდე დაენიშნება
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი წლის ბოლომდე დაენიშნება

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრები, თელ-ავივში ჩაგდებული ევროპირველობის შემდეგ, მთავარი მწვრთნელის გარეშეა დარჩენილი, სპორტსმენები კი საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის მისაღებად პირად მწვრთნელებთან ემზადებიან.

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, გიორგი ათაბეგაშვილმა, დღეს დაადასტურა ინფორმაცია, რომ ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატებს შორის არის ჯარჯი ზვიადაურიც, რომელმაც ფედერაციისგან ოფიციალური შეთავაზება მიიღო. ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი, ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, წლის ბოლომდე აუცილებლად დაინიშნება, თუმცა ვინ ჩაუდგება ეროვნულ გუნდს სათავეში, ეს გადაწყვეტილი ამ ეტაპზე მიღებული არ არის.