საქართველოს ძალოსანთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ცნობილია #1TVSPORT
საქართველოს ძალოსანთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ცნობილია #1TVSPORT

საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრები ბაჰრეინში გაემგზავრა, სადაც ხვალიდან მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს.

ნაკრები მსოფლიო პირველობაზე 8-კაციანი შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი. გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძეა.

შემადგენლობა და განრიგი:

7 დეკემბერი 21:00 სთ.
გოდერძი ბერდელიძე – 61 კგ.

10 დეკემბერი 13:30 სთ.
არჩილ მალაყმაძე – 81 კგ.

11 დეკემბერი 16:00
საბა ასანიძე – 89 კგ.

12 დეკემბერი 14:00 სთ.
ირაკლი გობეჯიშვილი – 96 კგ.

12 დეკემბერი 18:30 სთ.
რევაზ დავითაძე – 96 კგ.

13 დეკემბერი 11:00 სთ.
ლონგილოზ ბრეგვაძე – 109 კგ.

14 დეკემბერი 14:00 სთ.
ზაზა ლომთაძე – 109 კგ.

15 დეკემბერი 18:30 სთ.
ბაქარ თურმანიძე +109 კგ.

ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატის პირდაპირი რეპორტაჟებს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.