საქართველოს ძალოსანთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოლდოვაში გაემგზავრა #1TVSPORT
საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრები მოლდოვაში გაემგზავრა, სადაც 13-21 აპრილს ევროპის ჩემპიონატი გაიმართება.
ქართველი ძალოსნები კონტინენტის პირველობაზე მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით ასპარეზობას 14 აპრილიდან დაიწყებენ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა და სპორტსმენთა გამოსვლის თარიღი:
14 აპრილი, 14:00 საათი
რამინ შამილიშვილი 55 კგ
14 აპრილი, 20:00 საათი
გოდერძი ბერდელიძე 61 კგ
15 აპრილი, 17:00 საათი
გურამ გიორბელიძე 67 კგ
17 აპრილი 20:00 საათი
არჩილ მალაყმაძე 81 კგ
18 აპრილი 17:00 საათი
საბა ასანიძე 89 კგ
19 აპრილი 17:00 საათი
ნათია გადელია 81 კგ
19 აპრილი 20:00 საათი
რევაზ დავითაძე / ირაკლი გობეჯიშვილი 96 კგ
20 აპრილი 18:00 საათი
ზაზა ლომთაძე / ლონგინოზ ბრეგვაძე 109 კგ
21 აპრილი 17:00 საათი
ბაქარ თურმანიძე +109 კგ