საქართველოს ძალოსანთა ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება
საქართველოს ძალოსანთა ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება

საქართველოს ძალოსანთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ ის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც 26 მარტიდან პირველი აპრილის ჩათვლით ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.

ოლიმპიური თამაშების პრიზიორმა ირაკლი თურმანიძემ ტრავმა მოიშუშა და ევროპულ ფიცარნაგზე გამოსვლისთვის სრული დატვირთვით მოემზადა.

ნაკრების მთავარი მწვრთნელის გიორგი ასანიძის გადაწყვეტილებით ბუქარესტში გამოვლენ:

გოდერძი ბერდელიძე – 56 კგ.
რამინ შამილიშვილი – 62 კგ.
შოთა მიშველიძე – 62 კგ.
გოგა ჩხეიძე – 69 კგ.
რევაზ დავითაძე – 85 კგ.
დავით ხეცურიანი – 105 კგ.
ირაკლი თურმანიძე – + 105 კგ.
ლაშა ტალახაძე – +105 კგ.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ქალ ძალოსანთა ნაკრების ორი წევრი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ანასტასია გოტფრიდი (90 კგ.) და თათია ლორთქიფანიძე (69 კგ.) იასპარეზებენ.
საქართველოს ძალოსანთა ეროვნული გუნდი ბუქარესტში შაბათს გაემგზავრებიან.