საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრების წევრები მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრნენ
საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრების წევრები მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრნენ

ახალგაზრდა ძალოსანთა შორის მსოფლიო ჩემპიონატს 1-8 ივნისს ფიჯის დედაქალაქი სუვა უმასპინძლებს.

ნაკრების მთავარ მწვრთნელ მალხაზ ლომთაძის გადაწყვეტილებით, მსოფლიო ჩემპიონატზე წონითი კატეგორიების მიხედვით არჩილ მალაყმაძე (73 კგ.), ლომია თებიძე (81 კგ.), ირაკლი ჩხეიძე (102 კგ.) და თორნიკე ტაბატაძე (+109 კგ.) იასპარეზებენ.

საქართველოს ნაკრების წევრთაგან პირველი ფიცარნაგზე არჩილ მალაყმაძე გამოვა და საკუთარ ძალებს 3 ივნისს მოსინჯავს.