საქართველოს უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველი ჯონ ბოლტონი ეწვევა
საქართველოს უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველი ჯონ ბოლტონი ეწვევა

უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩეველი ჯონ ბოლტონი ოქტომბერში საქართველოში ჩამოვა. ამის შესახებ თავად ბოლტონმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა. საქართველოს გარდა, ის რუსეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ვიზიტს გეგმავს.

„20 ოქტომბერს გავემგზავრები რუსეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში ჩემს კოლეგებთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან შესახვედრად, რათა წინ წავწიო ამერიკის ინტერესები უსაფრთხოების საკითხებში“, – წერს ჯონ ბოლტონი.