საქართველოს დღეს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ეწვევა
საქართველოს დღეს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს საქართველოს სამუშაო ვიზიტით სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრებზე მხარეები განიხილავენ ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრს და მათი განვითარების პერსპექტივებს.

უწყების ცნობით, გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდება რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და მნიშვნელოვან გლობალურ საკითხებზე.