საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები სიდნეიში ATP-ის თასზე იასპარეზებს #1TVSPORT
საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები სიდნეიში ATP-ის თასზე იასპარეზებს #1TVSPORT

საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები ATP Cup-ზე ითამაშებს, რომელიც 1-9 იანვარს სიდნეიში გაიმართება.

ქართველთა გარდა შეჯიბრებაში კიდევ 23 ნაკრები იასპარეზებს: სერბეთი, რუსეთი, გერმანია, საბერძნეთი, ესპანეთი, იტალია, ნორვეგია, პოლონეთი, კანადა, დიდი ბრიტანეთი, არგენტინა, ავსტრია, შვეიცარია, ჩილე, საფრანგეთი, აშშ, ხორვატია, ბულგარეთი, სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია, ყაზახეთი, ბელგია და უნგრეთი.

ATP Cup-ის მონაწილეები ქვეყნის საუკეთესო ჩოგბურთელის რეიტინგის მიხედვით ირჩევიან. რეიტინგში ბასილაშვილი 2101 ქულით 22-ე ადგილზე იმყოფება, თუმცა, ვინაიდან მის წინ ერთი და იმავე ქვეყნის რამდენიმე წარმომადგენელია, რეალურად, საქართველო მე-16 ნომრადაა განთესილი.

24 ნაკრები ექვს ჯგუფში განაწილდება, პლეი ოფში კი ჯგუფების გამარჯვებულები და ორი საუკეთესო მეორეადგილოსანი გავა.