საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვას უარყოფს
საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვას უარყოფს

საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვას უარყოფს. ორგანიზაცია აი-დი-ეფ-აი-ს (IDFI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს დღეს ფედერაციის იურისტი გამოეხმაურა.

მედიის წარმომადგენლებს მან საბუღალტრო დოკუმენტაცია წარუდგინა. იურისტის მტკიცებით, არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოთქმული ვარაუდები მცდარია, შესაბამისი დოკუმენტაცია კი უკვე გადაგაეგზავნა განათლების სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტს.

კესარია ჩხიკვაძის თქმით, ფინანსური დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში მასალები საგამოძიებო უწყებებს გადაეგზავნება.

შეგახსენებთ, რომ აი-დი-ეფ-აი-ს კვლევის მიხედვით, ფინანსური დარღვევები ჭიდაობის ფედერაციას სხვადასხვა მიმართულებით უფიქსირდება.

სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით გაცხადებაც გააკეთა:

„ჩვენი სამინისტროს მიერ შესწავლილ იქნა აი-დი-ეფ-აი-ს მიერ გამოქვეყნებული დასკვნა. ჩვენს მიერ გაკეთებულ განცხადებაშიც ნათქვამია, რომ სერიოზულ გადაცდომებს ადგილი არ ჰქონია, არამედ იყო მცირედი უზუსტობანი ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით.

არ შემიძლია, ასევე, არ გამოვეხმაურო ანტიდოპინგურ თემას. ჩვენ, როდესაც გავცემდით პრემირებას სპორტსმენებსა და მწვრთნელებზე, იმ პერიოდში არანაირი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სპორტსმენი იყო ჩავარდნილი, სახელმწიფოს არ ჰქონდა და არანაირი მიზეზი არ არსებობდა, რომ მისთვის პრემია შეგვეჩერებინა ან არ მიგვეცა. უფრო მეტიც, გუშინდელ დღემდე ეს სპორტსმენი საერთაშორისო ფედერაციას ჰყავდა აღნიშნული მესამე პრიზიორად და რამდენიმე დღის წინ მოითხოვეს ამ მედლის დაბრუნება. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ კუთხითაც ვსწავლობთ საერთაშორისო გამოცდილებას“, – აცხადებს გოგოლაძე.